We’ve updated our Terms of Use to reflect our new entity name and address. You can review the changes here.
We’ve updated our Terms of Use. You can review the changes here.

SEVSAMORA

by foxkids

/
  • Streaming + Download

    Includes high-quality download in MP3, FLAC and more. Paying supporters also get unlimited streaming via the free Bandcamp app.
    Purchasable with gift card

      name your price

     

1.
BEBRIS CIXE 01:45
2.
SASTVMALTAN 04:02
შენ ვინც ახლა ამას ისმენ ღამის სევდა არ გეხება ლოგინის ქვეშ წყალი გადის ლოგინს ზემოთ ქარი გვემავს ხის კედლებზე სანთლის ფორმის ნათურები არის ყველგან ხელი თბილი თან დამჭკნარი გეხვევა და გეფერება გაიღვიძე გაიღვიძე კოშმარები გესიზმრება დაიძინე დაიძინე დაიძინე გეჩვენება ლეგენდის თანახმად სიკვდილის შემდეგ მცხეთა-თბილისის მარშუტკას 30 წლის განმავლობაში კონტრაბანდასავით გადააქვს მცხეთელის უსულო სხეული ყველამ ერთად სევსამორას შემოვარტყით წრე სიმღერებით დავაყრუეთ ციხე-სიმაგრე ნახშირით და დანით გლოცავთ უკუნისამდე სახლის ყველა ბნელ კუთხეში ჭიქით დავდგით რძე დღეს საღამოს ვარსკვლავები ჩვენთვის ხაზზე განლაგდება უღრან ტყეში ბუხრის ძირას ჩანაფიქრი აგვიხდება ხალხი გალობს მელა კივის კუბოშია მათი ბინა სამუდამო განსაცდელმა ორი გმირი შეიძინა გვნახავ სიზმარში ჩვენ გვნახავ მოგიყვებით ზღაპარს დამარცხებულ ძმათა უიმედობის ცისარტყელის დაკრავს ფერი ჩამქრალ ცასაც სიკვდილის 9 საკრავს ვამღერებთ შენთვის არ გამოხვიდე სანამ ხმები გესმის ვეღარ დაიცავ სველ საწოლში რჩები ძილში მელა ტრომბონს მაძლევს ჩავბერავ და გამოვუშვებ ყველა ბოღმას რაც კი მაქ დღეს ღამით ბალიშს დილით ხატებს მოვუყვები ზღაპრულ ამბებს მელიები ჭამენ მამლებს მზე ჩაქრა და ცა დაიწვა ტყეში ორნი ვათევთ ღამეს
3.
ENTERING 01:28
4.
ILLARION 03:47
5.
GUDOKI 2 03:25
6.
MZE VIN ARIS 03:21
მინდა შენს თმებში გავეხვიო და თბილად გვეძინოს ერთად სანამ შენი მხურვალე სხეული გადაიქცევა ფერფლად როცა არ მწერ ვიბუტები დრამის დედოფალი ვხდები მესიზმრები, მელანდები ძილში კაბის ქვეშ გიძვრები მომავალში იხედები ჩამომკიდე შავი ქვები ფრთხილად არ ხარ გიბრაზდები არაფერს არ მითანხმდები დაბადებისდღეს გილოცავ გრძნობას ვაქსოვ ძაფით გრძელით მეშინია არ გაცივდე თუ დავტკბები მხოლოდ მზერით მე საზამთრო შენ კი ნესვი ორივე ვართ მშვენიერი თუ მაკოცებ მეც გაკოცებ ჩემთვის შენ ხარ ერთადერთი შენი წასვლა უდრის თბილ საბანს ღამით გადახდილს წვიმას ცრემლში გადაზრდილს გთხოვ არ მითხრა ნახვამდის ოქროსფერი მოსასხამი კიდევ ერთხელ გაგიშლია ჩამარხული განძის თავზე უცხო ნოტებს ისხამს ყური ჩვენგან გარბის წმინდა შუქი ნიადაგი საშიშია ვეღარ გვათბობს მზის ძებნაში გაცნობილი სიყვარული მთვარის დევნას როცა მორჩი უფინიშო დადგა ძილი შენს გვერდით გარდაცვალების მინდა მხოლოდ მე მხვდეს წილი ორ პლანეტას დაუმატე ჩვენგან ბევრჯერ განდევნილი მთელი თანავარსკვლავედი კულულებში დათესილი
7.
CRVSH 02:48
ვერ ვძლებ რაღაც რომ არ გითხრა შენ იცდი , ვერ მპირდები ბევრს ვდარდობ, რომ მალე მასთან მიხვალ მე ვმღერი შენ კი მიქნევ ხელს ვხედავ ხელზე გველეშაპი ბზინავს ჩემი ლექსით კმაყოფილს შენს ლოგინში ძინავს ჩემმა სიყვარულმა მიწად მიიყარა სილა შენი ცრემლები სევდისგან მეწვეთება რკინად მამლის სატრფოდ გადაქცევის დღეს ვწერ და ისევ ნაკუწებად ვაქცევ წერილებს შენ გარეშე გავატარებ მეათასე დღეს არ დანებდე, ცრემლი გაშრა უნდა გადარჩე შენთან ერთად კიდევ ბევრს მოინელებს თითოს წამში თუმა ალბათ რამდენს სურს რომ შეცუროს ვნების ზღვაში შენც თუ ასე გინდოდა არაუშავს მესმის შენი ლამაზს ჩიტს და ჩემს შორის მეც ავირჩევდი მას შეგ გინდა სხვა აბა რა ვთქვა მე დაგივიწყებ ამაღამ თუ არ გსურს ის მანიშნე ფლიზ ხმა როცა გესმის სიმღერის
8.
ISHUA / ARIS 02:27
წყეული იყავ წყეული იყოს თესლი შენი წყეული იყოს ცხრა თავი შენი წყეული იყოს მომავალი და აწმყო შენი აირეკლოს სისხლმა მთვარის ნათება დაკმაყოფილდეს ზრახვები შენი დაიქცეს ცა და გასკდეს ხმელეთი წყეული იყოს გაჩენა შენი წყეული იყოს წარსული შენი შენი სხეული კვლავ მელანდება წყეული იყოს პლაცენტა შენი ყველა დავტირით შენ დაბადებას დედაშენია ჭურჭელი შენი იბადები და ხარ დედის მკვლელი მამაშენია საჭმელი შენი ცხრა თავი გაქ და ცხრა არის გველიც მაგრამ იცოდე სიკვდილი გელის გილიოტინა დაუძლეველი თან პატარა ხარ თანაც ხარ დიდი შენ თვითონვე ხარ შენივე შვილი მკვდარია შენი სატრფო, ჩააქრეს შენც კი მკვდარი ხარ, თან კი ცოცხალი მოკალი ყველა, ყველა გააქრე გირჩევ დღეს შენი თავიც მოკალი წყეული იყავ
9.
INTERMISSION 00:38
10.
MASSACRE 04:39
"ყველაფერი იქნება ძაან მაგრად" - დავით ნემანიშვილი მახსოვს როგორ დავიბადე ან დავბადე ჩემი თავი წარსული და მომავალი აწმყოსავით არის ჩემთვის ღამე ჩემი დაბადების ღამე არის ხოცვა ჟლეტის მზე მომიკლეს, სისხლმჩქეფარე მამაჩემის ხორცით ვტკბები სისხლით ნაღებ ციხეს ვხედავ ფრთებზე დამდის ცეცხლის ალი გადავყლაპავ მე მზის ცხედარს დავიბრუნებ ოქროს საწმისს ტანში სიხარული დამდის თქვენი კვნესა, თქვენი დარდი ყურში ჰანგებად ჩამესმის ტანჯვა გელით ყველას ცხრაგზის როცა რისხვით ცხრაყლედს გავხსნი ცაში ფრინველს, ტყეში ცხოველს დასაქციელში მცხოვრებლებს დაგიდგებათ ბოლო წამი სიყვარული, სიღარიბე კარგად ყოფნა ან ტირილი ყველაფერი ფასს დაკარგავს როცა თქვენი მოდგმა იწვის ცეცხლი კვდები თქვი მზე სად არის ცეცხლი მდიანარეს ცეცხლით ვაშრობ ენით შევჭამ მე მზის ცხედარს ყურებიდან სისხლი წვეთავს გამაგონეთ თქვენი კვნესა ნეტარების დუჟი მომდის სისხლში ჩამთბარ ნისკარტს ვლოკავ გადაჭყლეტილ მუცლებს რომ სდის დღეს შეწყდება თქვენი გვარი და ბოლოჯერ ნახავთ შვილებს გავხლეჩ ცოლებს, დავკლავ ძაღლებს გადმოგილაგებთ ნაწლავებს ნახავთ დეფლორაციას თქვენი ბავშვების დასამარებას მეგობრის ნახარშს დაგალევინებთ ვერავის ეტყვით თქვენს ტანჯვის ამბავს უკანასკნელი ბედნიერების დღე თქვენი არის უკვე გავლილი მეწამულს ვტოვებ ფერთა გამიდან და თქვენს მომავალს ამოვდებ ლაგამს თქვენი სიკვდილის ცქერით დატკბებით სანამ გამხდარხართ ჩემი სადილი კიდევ ერთხელ აღვასრულე მარადიული აქტი, რომელიც ამოძრავებდა, ფეფრლიდან აღადგენდა და ასხივოსნებდა დაქცეულ სამყაროს. დაე ვილოცებ ჩემი დღეგრძელობისთვის რათა არ გაქრეს ტკბობის საზომი. შენ, ყოველთა ქმნილთა მამავ მდგომარე ლოცვასა შინა მოსავთა მფარველი გვეყავ სულში დასახლდება სამუდამო შვება საკრავების ხმაზე გადიდებდეს ყველა გავაქრე უბრალოები აღვაზევე რჩეულები გავრყვენი ახალგაზრდები დავაქციე წინაპრები დავრჩით მე და ჩემი ფრთები მთვარე მზე და ვარსკვლავები მეფეები ვეზირები დამორჩილებული ერი მათი მოკვლა დამრჩა მხოლოდ ვინც ხალხისთვის თავს გაწირავს ტყეში მტრებად გავარდნილებს მხოლოდ სამება დაიცავს მათი ბოლო გაწერილი არის შავი ცეცხლის წიგნში ყველა თქვენი საყვარელი გმირის დამწვარ ცხედარს ვითვლი დანებდი ჩემს დინასტიას გონების უზურპაციას დანებდი ჩემს დესტრუქციას ტანჯვით ანიჰილაციას მაგრად იქნება მაგრად ყველაფერი ძაან მაგრად იქნება მაგრად დღეს
11.
TYESHI 03:34
12.
JADOSNVR 08:49
ვატარებთ დროს ზღვაში შევდივართ შორს ერთად და მაინც მარტო ნათქვამი სიტყვები გვათბობს ვატირებთ ერთმანეთს ვაცინებთ სხვებს ღიმილით ვიხსენებ გაცნობის დღეს ტანში მბურძგლავს წარმოვიდგენ როგორ ვქრები და დგეხართ სახლთან და ტირიხართ გუნდად ყურში შემთხვევით გაგარტყი გუნდა ხარ მაინც ფიქრების ფილტრი ვართ მაინც ცუდად ღამე მძიმედ სუნთქავ და გისტვენ და მე ვარ შენსკენ ვახედებთ ერთმანეთს ცისკენ დასაწყისიდან დღემდე თუ გცივა მე საბანს გიწევ თქვი თუ გაშინებს კოშმარი ადრე რამე თუ მოკალი მე მაინც გადაგხვევ ხელს დაგიკრეფ ყვავილებს ვიცეკვებთ ბევრს გიმღერებ სიმღერებს გაკოცებ ბევრს ვერ გაგიშვებ ახლა ვიტირებ ბევრს ღიმილით ვწერ შორს არ მინდა წასვლა გავიდა დრო ერთმანეთის მოვლაში ყოველი დღე ბრძოლაში, რბოლაში უშენოდ არ მინდა დოვლათი ერთად შევიდეთ ახლიდან სკოლაში ერთად შევიდეთ ახლიდან სკოლაში ჯადოსნურ ქალაქში მივფრინავთ

about

ალბომი ინსპირირებულია ჩვენივე ავტორობით შექმნილი ზღაპრით.
იხ. ლინკი:
drive.google.com/file/d/1Kl21itXAEey-fnsQkDL9XKkmGtZ_FSzb/view?usp=drive_link

credits

released September 2, 2023

მადლობა ილუსტრაციებისთვის gundajek-ს <3

license

all rights reserved

tags

about

foxkids T'Bilisi, Georgia

Georgia, Mtskheta,Kirpichi

contact / help

Contact foxkids

Streaming and
Download help

Report this album or account

If you like foxkids, you may also like: